მეუფე იაკობი: ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება

გამოწერა
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას პოლიტიზებულ ტელევიზიებსა და პოლიტიკურ პარტიებზე საუბრობს.
მეუფე იაკობი: ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება
„შეხედეთ ტელევიზიებს, ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე. ძირითადად პარტიული ტელევიზიებია, მე თავისუფალი ტელევიზია საქართველოში არ ვიცი. თავს არ მოვიტყუებ და არც თქვენ მოგატყუებთ, ყველა აბსოლუტურად პარტიული ტელევიზიაა, სამთავრობო იქნება თუ არასამთავრობო, მნიშვნელობა არ აქვს. დაიწყებენ ხოლმე, რომ „ხელისუფლების წარმომადგენლობა მივიდა, ან დეპუტატობა და უკვე ეკლესია შეეკრა იმათ, ფულს სთხოვენ, რაღაცებს სთხოვენ“. ეს სირცხვილია! კარგად მიცნობთ და არ მიჭირს გამოვხატო რაც არ მომწონს ხელისუფლების მიმართ იქნება, თუ არახელისუფლების მისამართით, შეიძლება ოპოზიციის მისამართითაც გამოვხატო, ან ეკლესიის მისამართით. შეიძლება ჩემი თავიც არ მომეწონოს და ჩემზეც ვამბობ, როცა გასამართლებელი არ მაქვს. სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფეს განმარტებით, პოზიციაა თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, ყველა ეკლესიის შვილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0