დეპუტატი: ბიუროს აქვს განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც იმუშავებს პარლამენტი

გამოწერა
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის პერიოდში ძველ საკითხებთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსაც განიხილავს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი: ბიუროს აქვს განსაზღვრული დღის წესრიგი , რომლის მიხედვითაც იმუშავებს პარლამენტი
„ბიუროს აქვს განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც იმუშავებს სესია და პარლამენტი. არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე არის ძველი საკითხები, რომლებიც მოითხოვს განხილვას და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც მოითხოვს რატიფიცირებას. შესაბამისად, ამ სასესიო კვირაში იქნება უზრუნველყოფილი ის, რომ განხილული იქნება აღნიშნული საკითხები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს იხსნება. პარლამენტის პლენარულ სხდომას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გაუძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად იზოლაციაშია. მისი დაცვის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა და იგი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, სავარაუდოდ, დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა იქნება, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0