09:09 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295

სოფო ნიჟარაძე: ამის შემდეგ უფრო ემოციური და მშიშარა გავხდი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
115 0 0

სოფო ნიჟარაძე იხსენებს გარდაცვლილ მამას და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი გარდაცვალების შემდეგ.

სოფო ნიჟარაძე: ამის შემდეგ უფრო ემოციური და მშიშარა გავხდი
„მინდა რაღაცები მოვაწყო დაგეგმილად ისე, როგორც ეს უცხოეთში ხდება ხოლმე, მაგრამ არ გამომდის, რადგან მთელი ცხოვრება ინერციით მოვდივარ. ჩემს გრძნობებს ვერ გამოვხატავ და ამის გამო სულ სტრესში ვარ ხოლმე. მამა ლიბერალი ადამიანი იყო, სულ მეუბნებოდა, როცა ასეთი პროფესია გაქვს, რა თქმა უნდა, შენზე ილაპარაკებენო. თუ არ გინდა ეს, მაშინ მოიშორე ეს პროფესია და აღარ ილაპარაკებენო“, – აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ამბობს: „უნდა გამოხვიდე და სახელებით და გვარებით ილაპარაკო ხოლმე. თუმცა, როცა ასე ვილაპარაკე, არ სჯერათ მაინც. მამის სიკვდილის მერე ნაკლებად ვნერვიულობ სისულელეებზე. ახლა დედაზე მქონდა პანიკა, დილით ვურეკავდი და ვეკითხებოდი, ხომ კარგად ხარ–მეთქი. მამა სულ მესიზმრება, მაგრამ სასაფლაოზე ვერ მივდივარ ხოლმე“.

მთავარი თემები