დეკანოზი: როცა უსამართლოდ გექცევა ცოლი ან ქმარი და არ აჰყვები, ესეც თავგანწირვაა

© photo: Father Theodore Gignadze's sermons / FBმამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) სიყვარულზე საუბრობს, განმარტავს რა შემთხვევაშია მეუღლეებს შორის ნამდვილი გრძნობა.
დეკანოზი: როცა უსამართლოდ გექცევა ცოლი ან ქმარი და არ აჰყვები ესეც თავგანწირვაა
„შეუძლებელია ოჯახში ბედნიერი იყო, თუ მზად არ ხარ, რომ თავი გაწირო იმისთვის, ვინც გიყვარს. ეს თავის გაწირვა არ ნიშნავს, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ვიღაც შემოვარდება და ტყვიას თავს შეუშვერ. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. მაგალითად, როცა მეუღლე დაღლილია და ქალის გასაკეთებელ საქმეს შენ გააკეთებ“, – ამბობს სატელევიზიო გამოსვლაში დეკანოზი თეოდორე.

დეკანოზი აღნიშნავს: „როცა აგრესიას სიყვარულით უპასუხებ, ესეც თავგანწირვაა. როცა ასეთ გამოცდებს ვერ აბარებ, ხედავ, რომ სიყვარული არ გაქვს. თუ გოგონა ცდილობს ვაჟს თავი ვულგარული ფორმით მოაწონოს, მაგალითად, სხეულს გამოაჩენს, ის ვიღაც რატომ მოვა შენთან? იმიტომ რომ ლამაზი სული გაქვს თუ იმიტომ, რომ ლამაზი ფეხები გაქვს? ეცადე შენ გვერდზე გამოჩნდეს ადამიანი, ვინც შენს სულს დაინახავს“.

 

ყველა ახალი ამბავი
0