00:58 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140

ფერაძე: ბაღის შენობაში მშობლის შესვლა აიკრძალება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე საუბრობს იმაზე, რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ საბავშვო ბაღებს ახალი სასწავლო წლიდან.

ფერაძე: ბაღის შენობაში მშობლის შესვლა აიკრძალება
„პირველ რიგში, იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში. ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომელი  მიიღებს ბავშვს და განახორციელებს შესაბამის პროცედურებს. ბაღში გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევისთვის, თუ დღის განმავლობაში აღსაზრდელს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდა“, – ამბობს ბექა ფერაძე.

მისი თქმით, შეზღუდვებია დაწესებული საბავშვო ბაღიდან ბავშვის გაყვანის შემთხვევაშიც. კერძოდ, რადგან მშობელი ვერ შევა ბაღის ტერიტორიაზე, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დაურეკოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელს და ბავშვის გაყვანა ითხოვოს.

მთავარი თემები