08:43 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295

ლევან რატიანი: შატილის გზაზე დაშავებულ სამივე პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი: შატილის გზაზე დაშავებულ სამივე პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება
„იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. შემოსვლისთანავე მათი მდგომარეობა იყო მძიმე. ამ ეტაპზე სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული, ასევე საერთო მდგომარეობის მხრივ, ვინაიდან ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ასევე სამივე მათგანთან გამოჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რაც ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ ეს არის დადებითი დინამიკა და სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია“, – განაცხადა ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მთავარი თემები