გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებთან შუამავლები არ გვჭირდება

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა იმ პირებზე, რომლებიც ბავშვების დახმარების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ.
გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებთან შუამავლები არ გვჭირდება
„ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით. ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და, ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნია, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განმარტებით, ამ დროისათვის ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0