საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

გამოწერა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტიდან ვასილ მაღლაფერიძის წასვლის შემდეგ მის მოვალეობას გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
„ვინაიდან 31 ოქტომბერს არჩევნებია, ვინაიდან პროცედურულად ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და მინიმუმ თვე-ნახევარს მაინც მოიცავს, ამიტომ დღესვე გამოვაცხადეთ კონკურსი ამ ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი დირექტორის ასარჩევად. ბატონი ვასილის გადაწყვეტილებას მე გონივრულად ვაფასებ და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო,  ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მისაღები“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი მას 2017 წლის იანვრიდან ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0