ჯაფარიძე: გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში

© photo: Zurab Japaridze / FBზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში „გირჩის“ სახელით მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრასთან დაკავშირებით.
ჯაფარიძე: გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემი ამ გადაწყვეტილების მიმართ. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ამ ოლქში მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0