გიორგი ვარდოსანიძე: ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია

© courtesy of Giorgi Vardosanidze გიორგი ვარდოსანიძე
გიორგი ვარდოსანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე იხსენებს სტუდენტობას და იმ დროს, როცა თეატრში პირველ როლზე დაამტკიცეს.
გიორგი ვარდოსანიძე: ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია
„მანანა ბერიკაშვილი მაშინ მუშაობდა პუბლიცისტურ სპექტაკლზე „ბედნიერი ერი- ილიაობა“. მოხდა ისე, რომ ბიჭის როლის შემსრულებელს რაღაც დაემართა და ვერ ითამაშებდა. დამირეკა ჩემმა მეგობარმა აჩიკო სოლოღაშვილმა და მითხრა, რომ თეატრში კასტინგი ტარდება და მოდიო! თეატრში რომ მივედი სცენას შევხედე და ვხედავ სცენაზე არიან ის მსახიობები, რომლებიც ჩემთვის მეტრები არიან.“- ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ამბობს: „არ მახსოვს მაშინ რა და როგორ გავაკეთე. უბრალოდ მახსოვს ის, როცა ყველაფერი დასრულდა, მანანა თქვა მოდითო და ყველანი სცენაზე შევიკრიბეთ. რაღაც შენიშვნები მისცა ხალხს და მე ვიფიქრე, ახლა მეტყვიან: აქედან დაცვა გაგათრევს და მაგრად გცემსო, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა. მითხრეს, რომ ხვალ სამზე მოდიო. სანამ პრემიერა არ ვითამაშე ვიფიქრე-მეღადავებიან მეთქი. ეგ იყო პირველი პირველი როლი, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 18 წლის“.

ყველა ახალი ამბავი
0