02:56 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988

ლელა წურწუმია: ხან ჩაის ვკრეფდით, ხან ვთოხნიდით და ვბარავდით

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
884 0 0

ლელა წურწუმია თავის ბავშვობას და საინტერესო ამბებს იხსენებს,  ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი და ლაღი ბავშვობა ჰქონდა.

ლელა წურწუმია: ხან ჩაის ვკრეფდით, ხან ვთოხნიდით და ვბარავდით
„ბავშვობა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ზაფხულს ვატარებდით ან ზღვაზე, სოხუმში ან მამის სოფელში, ხობში, იმ დროს შრომითი სემესტრები იყო, სადაც ბავშვებს ასაქმებდნენ. ჩვენს ვბარავდით ან ვთოხნიდით. იმ დროიდან მძარფი შეგრძნებები მაქვს შემორჩენილი, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი იყო. ეს ყველაფერი, ისიც მახსოვს, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ პირველად სად წავიკითხე - კარალიოკის ხის ქვეშ ვიყავი.“- იხსენებს ლელა წურწუმია სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ლელა წურწუმია იხსენებს: „მახსოვს, გურჯაანში მაქვს კონცერტი და სანამ ჩემი გამოსვლა დაიწყება იქ ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ და ახურებდნენ სცენას. როცა აფიშა დაიბეჭდა, იქ ეწერა, რომ ლელა წურწუმია გამოდის და მღერისო. ადგილობრივებს წყენიათ, რომ აფიშაზე ჩვენ რატომ არ ვართო, ორგანიზატორს, რომელსაც სერგი ერქვა ასე უთქვამს: სტამბაში ასოები არ ეყოთო, რადგან არ უნდოდა, რომ ისინი დაეწერა“.

მთავარი თემები