წელიწადის მზიან პერიოდებში D ვიტამინის მიღებას ბუნებრივი გზით უნდა ვეცადოთ და არა მედიკამენტოზურად, აღნიშნა ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმმა თინათინ კაჭარავამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
D ვიტამინი: რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივიღოთ
„D ვიტამინი ერთადერთი ვიტამინია, რომლის სინთეზსაც ადამიანის სხეული მზის სხივების ზემოქმედებით კანის ქსოვილში თვითონ ახდენს. D ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, რაც ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის წინაპირობაა. D ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია COVID პანდემიის პირობებში“, – განაცხადა თინათინ კაჭარავამ
მისი თქმით, D ვიტამინის დაახლოებით 80%-ს ადამიანის ორგანიზმი მზისგან იღებს, ხოლო დანარჩენს – საკვებიდან. D ვიტამინის სინთეზისთვის სასურველია დილით ადრე მზის სხივების პირდაპირი მოქმედება კანზე 30-60 წუთის განმავლობაში. ხოლო საკვებს რაც შეეხება, ამ ნივთიერებით მდიდარია ცხიმიანი თევზეული, მას ასევე შეიცავს რძის ნაწარმი, კვერცხი და ხორცი.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრო პრაქტიკოს პედაგოგებს აძლევს კატეგორიის ამაღლების შესაძლებლობას, რასაც ისინი 2023 წლის იანვრამდე სპეციალური გამოცდის საშუალებით შეძლებენ