04:38 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140

D ვიტამინი: რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივიღოთ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
197630

წელიწადის მზიან პერიოდებში D ვიტამინის მიღებას ბუნებრივი გზით უნდა ვეცადოთ და არა მედიკამენტოზურად, აღნიშნა ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმმა თინათინ კაჭარავამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

D ვიტამინი: რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივიღოთ
„D ვიტამინი ერთადერთი ვიტამინია, რომლის სინთეზსაც ადამიანის სხეული მზის სხივების ზემოქმედებით კანის ქსოვილში თვითონ ახდენს. D ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, რაც ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის წინაპირობაა. D ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია COVID პანდემიის პირობებში“, – განაცხადა თინათინ კაჭარავამ

მისი თქმით, D ვიტამინის დაახლოებით 80%-ს ადამიანის ორგანიზმი მზისგან იღებს, ხოლო დანარჩენს – საკვებიდან. D ვიტამინის სინთეზისთვის სასურველია დილით ადრე მზის სხივების პირდაპირი მოქმედება კანზე 30-60 წუთის განმავლობაში. ხოლო საკვებს რაც შეეხება, ამ ნივთიერებით მდიდარია ცხიმიანი თევზეული, მას ასევე შეიცავს რძის ნაწარმი, კვერცხი და ხორცი.

მთავარი თემები