თემურ თათარაშვილი: ეს გოგო მეკითხება: ხომ არ გაიკეთებო, მე შემრცხვა მეთქვა, რომ...

© courtesy of Georgia Tours 4Uთემურ თათარაშვილი
თემურ თათარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თემურ თათარაშვილი იხსენებს იმ დროს, როდესაც პირველად გასინჯა ნარკოტიკი. ამბობს, რომ ძალიან ნანობს იმ დღეს და იხსენებს თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს.

 

თემურ თათარაშვილი: ეს გოგო მეკითხება: ხომ არ გაიკეთებო, მე შემრცხვა მეთქვა, რომ...
„ხშირად მიფიქრია: თემურ, დაატორმუზე, რომ 25 წლის კი არა, 53 წლის ხარ! შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო, რომ ნარკოტკებით არ დავუკავებივარ. ცხოვრებაში ბევრ რაიმეს ვნანობ, იმასაც, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ გამოვსულვარ სცენაზე. ასეთი რამ მაყურებელს არ უნდა აკადრო. ერთხელ „ბერიკონში“ გაშავებული მიპოვეს და სასწრაფოს გამოუძახეს. როცა ექიმი მოვიდა რაღაც გამიკეთეს, უცებ წამოვხტი და სოლო-კონცერტი თავიდან ბოლომდე ვიმღერე.“-იხსენებს თემურ თათარაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი თემურ თათარაშვილი ყვება: „მახსოვს, ექიმი ყველა ეუბნებოდა, რომ არ შეიძლება ამის სიმღერაო, მაგრამ მე მაინც გავედი. სცენის ქვემოთ ქეთა თოფურია, მარიკა თხელიძე, აჩიკო ფურცელაძე და სხვა ბავშვები ისხდნენ. ისინი მთელი კონცერტის მანძილზე მეძახდნენ: თემო, თემო! -რომ თვალები არ დამეხუჭა, ისეთ მდგომარებაში ვიყავი.“

ყველა ახალი ამბავი
0