07:12 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537

მამა შალვა კეკელია: პატრიარქის ნათლულები ძალიან ბევრ სიყვარულს დათესავენ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
139 0 0

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია 63-ე საყოველთაო ნათლობაზე საუბრობს.

მამა შალვა კეკელია: პატრიარქის ნათლულები ძალიან ბევრ სიყვარულს დათესავენ
„2008 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე 41 ათასამდე ბავშვია მონათლული. სხვა ნათლიებთან ერთად, ამ ბავშვების ნათლია ხდება კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ეს ადამიანი არის ჩვენი ქვეყნისთვის ეპოქალური ადამიანი. პატრიარქის 41 ათასი ნათლული არის ძალიან დიდი ძალა ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ასევე ერთმანეთისთვის. ეს ბავშვები, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, შეიძლება ბევრი ისეთი პრობლემა არ წარმოიშვას, რომელიც დღეს გვიდგას ქვეყანაში. თუნდაც ახალგაზრდების მხრივ, დაპირისპირება, გაუგებრობა. იმ ფაქტმა, რომ ისინი პატრიარქის ნათლულები არიან, შეიძლება დაპირისპირებასაც გადაარჩინოს ეს ახალგაზრდები. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდები ერთმანეთში ძალიან ბევრ სიყვარულს დათესავენ“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

დეკანოზის განმარტებით, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.

მთავარი თემები