08:22 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747

მაია ცქიტიშვილი: პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ქართული კომპანიები მუშაობდნენ, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის
„ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მლნ ლარის ოდენობით. ამ პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის, შესაბამისად, ეს მონაკვეთი ოთხ ლოტად დაიყო, რამაც ადგილობრივ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება მისცა. ოთხიდან სამ ლოტში გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, ერთ ლოტზე კი აზერბაიჯანულმა კომპანიამ იმუშავა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით ამ მონაკვეთზე ცალმხრივი ხდება. გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

 

მთავარი თემები