მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია:
მარინა ეზუგბაია: - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს
„გუშინ ჩვენთან მოთავსდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანის ერთ-ერთი მძღოლია. აზერბაიჯანიდან არის შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქეა. გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი პაციენტი და ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ახალ პაციენტებთან, სადაც შესაძლებელი იყო მდგომარეობის დამძიმება, ეს ასე არ განვითარდა, რადგან მათთან დაავადების პროგრესირება არ მოხდა, შენარჩუნებულია მათი ზოგადი მდგომარეობა კვლევებითაც. ამ ეტაპზე ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით „ქვეყანაში სიმშვიდეა“, კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0