ზურაბ ჯაფარიძე: მაჟორიტარ კანდიდატებს საერთოდ არ ვაყენებთ

© photo: Zurab Japaridze / FBზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას მხოლოდ პროპორციული სისტემით შეეცდება, განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: საერთოდ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ
„გირჩს თუ გვქონდა პრეტენზია, რომ ერთი ადგილი უნდა გვქონოდა ჩვენ თბილისში, ასეთი პრეტენზია აღარ გვაქვს. საერთოდ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ და მხოლოდ პროპორციული სიით ვეცდებით, რომ გავიდეთ პარლამენტში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. არსებული მოდელით პარლამენტში 73 მაჟორიტარი აირჩევა, ახალი სისტემით კი, რომელიც ჯერ პროექტის სახით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს – 30 მაჟორიტარი დეპუტატი.

ყველა ახალი ამბავი
0