19:14 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747

მაია ცქიტიშვილი:  ბიზნესების გახსნა ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
57 0 0

ბიზნესის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეულ პოზიტიურ შედეგზე ნეგატიურად არ უნდა იმოქმედოს, მიაჩნია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.

მაია ცქიტიშვილი: ბიზნესების გახსნა ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს
„ჩვენ გვაქვს დარჩენილი ძირითადად ის სფეროები, რომლებიც გულისხმობს ერთდროულად ბევრი ადამიანის თავშეყრას. იქნება ეს რესტორნის დახურული სივრცე თუ სპორტული მოედნები, თეატრები, კინოთეატრები და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესის გახსნა უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, თანმიმდევრულად და არ უნდა იწვევდეს იმ პოზიტიური შედეგის გაუქმებას, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კორონავირუსთან ბრძოლის ნაწილში“, – განაცხადა  მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხის“ ეთერში.

საქართველოს მთავრობა დაჩქარებული ტემპით აგრძელებს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. თუმცა 8 ივნისამდე ჯერ კიდევ აკრძალულია დახურული ტიპის რესტორნების და ბარების მუშაობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

მთავარი თემები