ზურაბიშვილი: უგულავა – ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღე
„ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო.