ნიჟარაძე: 116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

© photo: Nino Nizharadze / FBაჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე 8 აპრილს აჭარაში კორონავირუსზე აღებულ 116 ნიმუშზე საუბრობს.
ნიჟარაძე: 116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
„გუშინ, დღის განმავლობაში ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, საკარანტინო ზონიდან, ამ დაავადებულთა კონტაქტებიდან შევიდა 116 ნიმუში და ყველასთან მიმართებაში გვაქვს უარყოფითი პასუხი, გუშინ დადასტურების შემთხვევა არ გვქონია. ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 40 ნიმუში, ეს გახლავთ როგორც სამედიცინო პერსონალის, ქობულეთის, ასევე ოჯახური კონტაქტები. კონტაქტებიდან ნიმუშების აღება ხდება გარკვეული ვადის დაცვით, პროტოკოლის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას. ამის გათვალისწინებით, ის რაოდენობა, რომელიც უკვე გატესტილია, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი რისკი ამ პირებთან დაკავშირებით თითქმის გადავლილია, მაგრამ მაინც რჩება რამდენიმე დღე, ზედამხედველობის პერიოდი, ამიტომ ყველა პირს აქვს მკაცრი რეკომენდაცია თვითიზოლაციისა და კარანტინის, ნაწილი არის კარანტინში, ნაწილი – თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, აჭარაში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ამჟამად 14 პაციენტს მკურნალობენ, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0