22:49 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532

ეზუგბაია:  ჩვენს ცენტრში მოთავსებული ყველა პაციენტის წყარო ცნობილია

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
5910

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მათ კლინიკაში მოთავსებულ, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე საუბრობს.

ეზუგბაია: ჩვენს ცენტრში მოთავსებული ყველა პაციენტის წყარო ცნობილია
„ჩვენს ცენტრში მოთავსებული ყველა პაციენტის წყარო ცნობილია. ისინი არიან კონტაქტები. რაც შეეხება უცნობ პირველწყაროებს, ასეთი მხოლოდ ორი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, ეროვნული ბანკის კლასტერის წყარო არის უცნობი. დანარჩენს ყველას აქვს მოგზაურობის ისტორია“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

8  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

 

მთავარი თემები