კალაძე: მთელი ქალაქის მასშტაბით ხსნარებით დაახლოებით 50 ძირითადი ქუჩა დამუშავდება

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავებაზე საუბრობს.
კალაძე: მთელი ქალაქის მასშტაბით ხსნარებით დაახლოებით 50 ძირითადი ქუჩა დამუშავდება
„ჩვენ აღნიშნული პროექტის განხორციელება რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. მთელი ქალაქის მასშტაბით ანალოგიური ხსნარებით დაახლოებით 50 ძირითადი ქუჩა დამუშავდება. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ დაამარცხებს, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტის განხორციელება გარკვეული პრევენციული ღონისძიების სახით. ქუჩების დეზინფექციას თანმიმდევრულად, ყოველდღიურ რეჟიმში მივყვებით. გაწეული საქმიანობისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების დახმარებით ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0