22:21 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172

გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა – ციცაბო პიკი არ იყოს, ჩვენ გვჭირდება პლატო

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი ნაბიჯებია – მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და ეფექტური მენეჯმენტი.

გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ციცაბო პიკი არ იყოს, ჩვენ გვჭირდება პლატო
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა – კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო. ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ სტრატეგიულად ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ მაქსიმალური ჩართულობა მაღალი რანგის პროფესიონალების და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი. ეს არის ის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომლითაც ჩვენ ბოლო სამი თვის განმავლობაში ვმოქმედებთ და, დარწმუნებული ვარ, ამ გზით გავაგრძელებთ“, – ამბობს გიორგი გახარია.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

მთავარი თემები