ეზუგბაია: ვირუსით ინფიცირება, სავარაუდოდ, 10 წლის მოზარდის მშობელსაც დაუდასტურდება

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის მოზარდის მდგომარეობაზე საუბრობს.
ეზუგბაია: ვირუსით ინფიცირება, სავარაუდოდ, 10 წლის მოზარდის მშობელსაც დაუდასტურდება
„გუშინ შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი, იცით, ბათუმიდან არის – მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს კორონავირუსი, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს და ასევე დაუდასტურდება. ბავშვის მდგომარეობა მძიმე არ არის“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0