16:50 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576

ზურაბიშვილი: ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ერთად გავიმარჯვებთ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს მიმართავს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ზურაბიშვილი: ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ერთად გავიმარჯვებთ
„ჩემო თანამემამულეებო, ვინც დღეს იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ახალი კორონავირუსი არის გავრცელებული, ძალიან მძიმე პირობებში, მოშორებული თქვენი ქვეყნიდან და თქვენი ოჯახებიდან. მე მინდა დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა. მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ უთუოდ“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

მთავარი თემები