17:43 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576

ეზუგბაია: მალე, შესაძლოა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდოს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მათ კლინიკაში მოთავსებული იმ პაციენტების შესახებ საუბრობს, რომლებიც, სავარაუდოდ, მალე გაეწერებიან.

ეზუგბაია: მალე, შესაძლოა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდოს
„გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. პერიოდულად მიდის მონიტორინგი სხვა პაციენტების, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით. ჩვენ, როცა ველოდებით მათ გამოჯანმრთელებას, ვიწყებთ მათ კვლევას. ტესტირება გუშინ სამ პაციენტთან ჩავატარეთ, პასუხი იყო უარყოფითი და ჩვენ ახლა ველოდებით 24 საათის გასვლის შემდეგ განმეორებით ტესტირებას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

მთავარი თემები