ეზუგბაია:კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი  80 წელზე მეტი ასაკისაა

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

 

ეზუგბაია:კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი 80 წელზე მეტი ასაკისაა
„ამ ეტაპზე, ჩვენთან არის 31 პაციენტი. მათგან  სამი პაციენტი არის პრობლემური, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკია ის, რომ ერთ პაციენტს, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის, აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს, დაავადების მიმდინარეობის  ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომ ვლაპარობთ, რომ ეს  პაციენტი პრობლემურია. გარდა ამისა, ორი პრობლემური პაციენტი გვყავს“, - ამბობს ეზუგბაია.

მისი თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და არსად პროგრესირება არ შეიმჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0