ამირან გამყრელიძე: იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, თვითიზოლაციაში იყვნენ
„იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, ეძლევათ რჩევა, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. საუბარია მათზე, ვისაც საზღვარზე სიმპტომები არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება სიმპტომების მქონეებს — ისინი შემოწმებაზე მიჰყავთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მეორე ადამიანს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა, ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო.