07:04 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413

გვერდწითელი: თუნდაც მერე სარკეში საცოდავად გამოიყურებოდე, სამი საათი ხომ დედოფალი ხარ!

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

თამარ გვერდწითელი თავის ცხოვრებაზე საუბრობს, იხსენებს იმ დროს, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაშინ საფრანგეთში მუშაობდა.

თამარ გვერდწითელი: თუნდაც მერე სარკეში საცოდავად გამოიყურებოდე, სამი საათი ხომ დედოფალი ხარ!
„საკმაოდ რთული წლები იყო, რადგან უნდა მიგვეღო სასწრაფო გადაწყვეტილება. ვინც ცხოვრების ამ უდიდეს ცვლილებას ძლიერად დაუდგა – გადარჩა. რუსეთში რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვჩნდი. იქ გარკვეული პროექტები და შემოთავაზებები მქონდა. როდესაც სხვა ქვეყანაში ხარ, უფრო დიდი შინაგანი ძალა და მოთმინება გჭირდება. ეს საკმაოდ რთული გზაა. ამიტომ შემიძლია იმის თქმა, რომ პროფესიული თვალსაზრისით იმ დროს გავუძელი. საკმარისია ავიდე სცენაზე, რომ ის ძალა მიჩნდება, რაც მუსიკოსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამ გადასახედიდან ვხვდები, გამიმართლა, რომ ოჯახში შესანიშნავი დედა და ძმა მყავს, დავიბადე შესანიშნავ ქვეყანაში, „მზიურის“ გამო არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ყველა მუსიკოსს უნდა გაუღიმოს ბედმა. ყველანი საბჭოთა კავშირში დავიბადეთ. თითქოს ყველა ერთნაირი პირობებში ვიყავით, მაგრამ ბედი ერთს ამოირჩევს ხოლმე“, – ამბობს თამარ გვერდწითელი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ამბობს: „მსახიობ ქალებს უნდათ, რომ ოჯახური ბედნიერება სცენურს შეუთანხმონ, მაგრამ ეს ორ-სამს თუ გამოსდის. ასეთი ილუზიები ახალგაზრდობას მიაქვს. ამას მერე ხვდები, როცა მაკიაჟს იცლი. რაც ქალს სჭირდება, ერთად ყველაფერი არასოდეს გვექნება“.

 

მთავარი თემები