ტიკარაძე: ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე

© photo : photo: Government of Georgia / FBჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
ტიკარაძე: ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე
„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეების იზოლაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. კარანტინისთვის განკუთვნილი დაწესებულებები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, ამ მომენტისთვის საავადმყოფოში იმყოფება ათი პაციენტი. აქედან ხუთი შემოსულია იტალიიდან, ხუთი კი ირანიდან. მათ შორის ხუთი არის საქართველოს მოქალაქე, ერთი იტალიის, ოთხი კი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0