სესიაშვილი: ოპოზიციას ისეთი არჩევნები უნდა, სადაც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს

© photo: Irakli Sesiashvili / FBИраклий Сесиашвили
Ираклий Сесиашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს.
სესიაშვილი: ოპოზიციას ისეთი არჩევნები უნდა, სადაც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს
„მთავარი არის ის, რომ ამომრჩეველს ვუთხრათ – წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, დაცული იქნება დემოკრატიული ელემენტები და გარანტირებული იქნება თავისუფალი არჩევნები. ეს არის ხელისუფლების სურვილი და მიზანი. ჩემი აზრით, ოპოზიციას ისეთი არჩევნები უნდა, სადაც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს. ისინი ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივები არ არის სახარბიელო“, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით ლაპარაკობს, როცა კონკრეტულად რაღაცას ითხოვს, რაც მათ სასურველ პოლიტიკურ შედეგამდე ვერ მიიყვანს.

ყველა ახალი ამბავი
0