სუბარი: ვერანაირ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი საარჩევნო სისტემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები საერთო მაჟორიტარული კანდიდატების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
სუბარი: ვერანაირ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან
„ვერანაირ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან, იმიტომ რომ მათი გაერთიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. ცალკე  არც ერთს არ აქვს იმის რესურსი, რომ მოიგოს რომელიმე მაჟორიტარული ოლქი. რესურსი რომ ჰქონდეთ, მაშინ აღარც უნდა ითხოვდნენ არც სრულად პროპორციულს, არც რაიმე ცვლილებას. მთელი დღეები რასაც ვისმენთ, ძალიან გულუხვები ამბობენ, რომ შეიძლება ჩვენ ავიღოთ 35%, „ქართულმა ოცნებამ“, და უფრო ძუნწები 20-25%-ში გვამყოფებენ. მაშინ მოუგიათ არჩევნები და პრაქტიკულად სრულად, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება“, – ამბობს სოზარ სუბარი.

მისი თქმით, მხარეებს შორის საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის.

ყველა ახალი ამბავი
0