ნუკი კოშკელიშვილი: არასოდეს მქონია იმის შიში, რომ ჩემი ქმარი ნატაშასთან წავიდოდა

© Facebook / Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი თავი ქართულ-ამერიკულ ოჯახზე ყვება, მის მეუღლეზე, რომელიც ბავშვს ქართულად ელაპარაკება ხოლმე.
ნუკი კოშკელიშვილი: არასოდეს მქონია იმის შიში, რომ ჩემი ქმარი ნატაშასთან წავიდოდა
„ჩემს ამერიკულ სახლში ყველაფერი მშრალი ხიდიდანაა წამოღებული. დედობას მოყვება განსაკუთრებული და უცნაური შეგრძნება. ქადაგებას არ დავიწყებ, მაგრამ დედას გეფიცებით, ადამიანი ამ დროს მართლა იცვლება. ჩემთვის შვილი არასოდეს ყოფილა ოჯახის გამყარების საბაბი. მე და ჩემი მეუღლე ადრე თუ ვჩხუბობდით ვეუბნები, რომ მიგატოვებ და თბილისში, ჩემს სახლში წავალ. უკან კი საერთოდ აღარ დავბრუნდები მეთქი. ახლა ასეთ რამეს აღარ ვეუბნები. დენიმ თავისი მამაკაცურობით მომხიბლა. როგორც კი დამინახა მითხრა: შენ ჩემი ხარ და მორჩა! ჩემი შვილი ქართულადაა გაზრდილი, დენი ქართულად ეუბნება ხოლმე: არა, მამიკო! პირველი მშობიარობა ძალიან მძიმედ გადავიტანე. 11 თვე ვიყავი ორსულად.“- ამბობს ნუკი კოშკელიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.  

ტელე-წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი: „დენის სულ ვეუბნები: ჩვენი ბავშვი რა საცოდავია, რა უშნო ცხვირი აქვს მეთქი. ის კი მეუბნება: რას ერჩი, მე მგონი, შენი ცხვირი აქვს და მაგაზე ლამაზი ცხვირი ცხოვრებაში არ მინახავსო. მივხვდი, რომ ვერ ხვდება ეს რა საშინელებაა.“

ყველა ახალი ამბავი
0