გახარია: წელიწად-ნახევარში „ოცნების ქალაქში“ 582 ბინა აშენდება

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში მსხვილი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის დაწყებაზე საუბრობს.
გახარია: წელიწად ნახევარში „ოცნების ქალაქში“ 582 ბინა აშენდება
„დღეს აქ დაიწყება მშენებლობა და, როგორც დაგპირდით დეკემბერში, რომ აქ აშენდებოდა "ოცნების ქალაქი" ზუსტად ერთ წელში და ექვს თვეში, გპირდებით, რომ აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, თქვენი ბავშვების. თქვენ უნდა მოგეცეთ საშუალება იცხოვროთ ღირსეულად. 2021 წელს აქ დაიწყება სკოლისა და ბაღის მშენებლობა. ამ უაღრესად მძიმე სოციალურ გარემოს, რომელიც ტვირთად აწევს საქართველოს, აჭარას, ბათუმს, გახდის სრულიად განახლებულს და ახალს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს არის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე აჭარის მთავრობას გააჩნია და რომელიც შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0