გახარია: საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვით, საქართველოს დაცული ტერიტორიების გაფართოება იგეგმება.
გახარია: საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 ათასი ჰექტრით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა“, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0