ნათია თურნავა: 2022 წელს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება

გამოწერა
2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში წარდგება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ნათია თურნავა: 2022 წელს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება
„პირველ რიგში ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი და მიმზიდველი ტურისტული ბაზარი. იცით თქვენ, რომ 9 300 ათასზე მეტ ვიზიტორს ვმასპინძლობდით 2019 წელს, ანუ თითქმის სამჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი საკუთარი მოსახლეობაა. ეს ასევე იმის აღიარებაა, რომ ჩვენ ვატარებთ სწორ პოლიტიკას ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გერმიანიაში ITB Berlin-ის გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მასმედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. სამი დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

ყველა ახალი ამბავი
0