17:27 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946

მარინა კაჭარავა: დეპრესია ჩვენი მოსახლეობის 5%-ს ჭირს, ხოლო შიზოფრენია - 1% -ს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

მარინმა კაჭარავა საუბრობს დეპრესიაზე და მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, რაც ხშირად სხვა დაავადების სხვა სახეობაში ეშლებათ.

„დეპრესიული ტრიადისთვის დამახასიათებელია პირველი -გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითება, ანუ სიხარულის უნარის დაკარგვა. ალბათ გინახავთ ასეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე აღარ უხარიათ, აღარ შეუძლიათ გახარება. მათ ვერ გააცინებ, შეიძლება გააცინოს, მაგრამ ცხოვრებაში აღარაფერი უხარიათ. ამ ტრიადის მეორე ნაწილია ყურადღების უკიდურესი გაფანტვა, როცა ადამიანი კონცენტრაციას ვერ ახერხებს და ანალიტიკური აზროვნება უქვეითდება. ანუ მიზეზსა და შედეგებს შორის კავშირს ვეღარ ამყარებს. მესამე ნიშანია - მოძრაობით ნებელობითი სისტემის მოშლა, ადამიანს ემართება გაშეშება ან პირიქით ეგზალტაცია - გაგიჟებით იწყებს ყვირილს, მოძრაობას და სირბილს.“- ამბობს სატელევიზიო გამოსვლაში მარინა კაჭარავა.

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ამბობს: ეს ბიპოლარული აშლილობაა, რასაც საბჭოთა კავშირის დროს, როცა ფსიქიატრიას გავდიოდით, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ერქვა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ დეპრესია მაქვსო, მაგრამ სინამდვილეში ეს ის არ არის რაც გვგონია.

მთავარი თემები