17:24 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946

თალაკვაძე: საფუძველი ჩაეყარა მოსამართლეთა შერჩევის და დამტკიცების ღია, დემოკრატიულ პროცესს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურაზე ისაუბრა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელშიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკვანძო ფუნქცია ჰქონდა, არის საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებისა და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურის დადგენა. ასევე ამ რეგულაციების მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გამჭვირვალე პროცედურის დადგენამ საფუძველი ჩაუყარა მოსამართლეთა შერჩევის და დამტკიცების ღია, დემოკრატიულ პროცესს.

მთავარი თემები