07:29 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631

თურნავა ანაკლიის პორტზე: მიმდინარეობს სატენდერო პირობების გადახედვა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ახალი ტენდერი, პრაქტიკულად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე დაიწყება. ჩვენ ახლა ვახორციელებთ სატენდერო პირობების გადახედვას. გვინდა, რომ ჩავრთოთ ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამაში იმისთვის, რომ უფრო მაღალ დონეზე ჩატარდეს ეს ტენდერი. კონსორციუმის მხრიდან შეფასებას რაც შეეხება, თუ რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, მათ ის ერთი პორტიც ვერ ააშენეს. აქედან გამომდინარე, მათი შეფასება და მსჯელობა, თუ რამდენი პორტი სჭირდება, ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ გაწყვიტოს საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. ხელისუფლება უკვე ახალ ტენდერს ამზადებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კი, რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობის გადაწყვეტილებას არ ურიგდება და საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელს ამზადებს.

 

მთავარი თემები