დემურ გიორხელიძემ საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური ბაზარი დაასახელა

© Sputnik / Levan Avlabreliდემურ გიორხელიძე
დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის ლოგისტიკის მხრივ ყველაზე ოპტიმალური ბაზარი რუსეთია, მიაჩნია ეკონომისტ დემურ გიორხელიძეს.
დემურ გიორხელიძემ საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური ბაზარი დასახელა
„ეკონომიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იდეალური რუსული ბაზარია, მისი ალტერნატივა საქართველოსთვის არ არსებობს. პოლიტიკური მხარეები უშლის ამას ხელს, თორემ საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისთვის გვერდით ასეთი უზარმაზარი ბაზრის არსებობა, მით უმეტეს, ლოგისტიკის თვალსაზრისით, აბსოლუტურად უკონკურსოა“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2019 წელს რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების სამეულში იყო. 2019 წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში გავიდა 107,9 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 43,1 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ღვინო, 95,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 7 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და სხვ.

ხოლო რუსეთდან, რომელიც საქართველოში საწვავის კვლავ ყველაზე მსხვილი მომწოდებელია, გასული წლის მანძილზე დაახლოებით 333,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა. გარდა ამისა შარშან რუსეთიდან შემოვიდა ასევე 430,2 ათასი ტონა ხორბალი, 40,2 ათას ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0