თურნავა: ალბათ მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე ისაუბრა.
თურნავა: ალბათ, მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება
„ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე სკრინინგი ხორციელდება, რაშიც ჩვენც ვართ ჩართულები. მაგრამ, ალბათ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყნად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0