იზორია: საუბრები, რომ დასჯის ფორმა განხორციელდა ჩემ მიმართ, მოგონილი ისტორიაა

გამოწერა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მის დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრობს.
იზორია: საუბრები, რომ დასჯის ფორმა განხორციელდა ჩემ მიმართ, მოგონილი ისტორიაა
„ჩემი საქმიანობა შეწყდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში, გუშინ კი ერთი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამის გამო უნდა დავისაჯო. არადა, ორი თვეა ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია და საზოგადოებამაც გარკვეულწილად იცოდა, რომ მე შეიძლებოდა ვყოფილიყავი გერმანიაში ელჩი. როგორც ზოგადად ითქვა, რომ დასჯის ფორმა განხორციელდა ჩემ მიმართ, მოგონილი ისტორიაა“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის ექს-მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერში იქნა მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0