ნინა სუბლატი: აღსარება რომ ჩამებარებინა, ბევრი ვიფიქრე რადგან სათქმელი არაფერი მქონდა

გამოწერა
ნინა სუბლატი საკუთარ თავზე საუბრობს, ასევე რელიგიის, სამყაროსა და ადამიანების მიმართ თავის დამოკიდებულებებზე.
ნინა სუბლატი: აღსარება რომ ჩამებარებინა, ბევრი ვიფიქრე რადგან სათქმელი არაფერი მქონდა
„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი უჩვეულო მირჩევნია ყველაფერ ჩვეულებრივს, მაგრამ სულ ვცდილობ რაც ხდება, რასაც ვაკეთებ, როგორიც ვარ და რასაც ვფიქრობ, იმის მეორე, სხვა, უჩვეულო მხარეც აღმოვაჩინო და იქიდან შევხედო. რომ ვთქვა, რომ ბევრს ვფიქრობ იმაზე, საზოგადოება როგორ აღიქვამს ჩემს საქციელს ან შემოქმედებას მართალი არ იქნება. რასაც ვაკეთებ არასდროს ვფიქრობ, თუ რა შედეგს მოიტანს. ყველაფერი მინდა, რაც შეიძლება ბუნებრივად, ორგანულად და ზეწოლის გარეშე გავაკეთო. არ მიყვარს როცა ადამიანები, რომლებსაც არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, სხვის სათამაშო მოედანზე გადმოდიან, ცდილობენ თავისი დილეტანტური აზრი პროფესიონალურად წარმოაჩინონ და ეს საზოგადოებას არასწორად მიაწოდონ. ჩემ შემთხვევაშიც ყოფილა ასეთი მტკივნეული მომენტები.“- ამბობს ნინა სუბლატი სატელევიზიო გადაცემაში.  

მომღერალი ნინა სუბლატი ამბობს: „ჩემი აზრით, ქრისტიანობა სწორედ ის რელიგიაა, რომელიც საკუთარი თავისა და სულიერების აღმოჩენას გთავაზობს. აქედან გამომდინარე, პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტებში, რელიგიური ვარ. ყოველთვის როცა ვხვდები, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, პირველ რიგში, ვის მიმართაც ჩავიდინე ეს დანაშაული, იმას ვუხდი ბოდიშს, შემდეგს საკუთარ თავს- ასეთი რამ რომ ვიკადრე და მერე სამყაროს, ჩემი აზრებით და საქციელით რომ დავაბინძურე“.

ყველა ახალი ამბავი
0