15:28 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295

რამაზ საყვარელიძე: იცით, რომ ამერიკას სტრესი 300 მილიარდი დოლარი უჯდება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
12210

რამაზ საყვარელიძე საუბრობს სტრესზე, მის უარყოფით შედეგებზე ადამიანის ფსიქიკაზე, თუმცა აქვე ახსენებს ისეთ ცნებას, როგორიცაა, დისტრესია.

 

რამაზ საყვარელიძე: „იცით, რომ ამერიკას სტრესი 300 მილიარდი დოლარი უჯდება“
„თითქოს ყველამ ვიცით სტრესი რა არის? რატომ ისმის ეს კითხვა?- იმიტომ, რომ ჩვენს ყოველდღიურობას მასში სხვა მნიშვნელობა აქვს ჩადებული, რომ სტრესი მაინცდამაინც უარყოფითი ემოცია უნდა იყოს. სტრესი ყოველთვის დაძაბულობის სინონიმი იყო. ჩვენც უმეტეს წილად ამ სიტყვას უარყოფითი მნიშვნელობით ვიყენებთ. ის, რომ დაძაბულობა შეიძლება დადებითიც იყოს- ეს მოგვიანებით აღმოაჩინეს. ფსიქოლოგები მას დადებითი სტრესი უწოდეს. ძალთა მობილიზაცია კარგია, მაგრამ თუ გამოიფიტა მერე უკვე დისტრესიაა. თუკი ცხოვრება სტრესის გარეშეა, მაშინ იმუნიტეტი და ძალა არ გაქვს, რომ ნებისმიერ მცირე გაღიზიანებას მოერიო. სტრესმა პიკს 70-იან წლებში მიაღწია. როცა ფსიქოლოგიისა და მედიცინის ლიტერატურა შეკრიბეს, სტრესის თემაზე ყველაზე მეტი დაწერილი 2000 წელს იყო და ეს დღემდე გრძელდება.“- ამბობს რამაზ საყვარელიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს: „როცა ამბობენ: სტრესი ძვირი ჯდება- ეს რას ნიშნავს? სტრესი მუშაობას აფერხებს, მას ავადმყოფობების შლეიფი მოყვება, სხვა თუ არაფერი, ეს კონფლიქტებიცაა. უცხოეთში მთელი ტრენინგების ციკლი იმაზეა, თუ როგორ უნდა ააწყო მუშაობა ისე, რომ თანამშრომლებს სტრესი არ ჰქონდეთ.“

მთავარი თემები