05:09 20 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0701
  • 100 RUB4.4678
  • USD2.8422

გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა – დავსხდეთ და ყველა მწვავე შეფასება ობიექტურად განვიხილოთ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
3910

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით დავოსში კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა. ეს სახეზეა. ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას განმარტებით, ქვეყნის წარმატებას კოლეგებს აუხსნის დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც მთელმა ქვეყანამ ერთად მიაღწია.

მთავარი თემები