მაჩალიკაშვილი: ბანერს დავდგამ იმ მწვანე ღობეზე მიბჯენილს – ჩემსას მაინც მივაღწევ

© Sputnik / Alexander ImedashviliМалхаз Мачаликашвили и Заза Саралидзе
Малхаз Мачаликашвили и Заза Саралидзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ, მწვანე ღობესთან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ბანერის დადგმის შესახებ საუბრობს.
მაჩალიკაშვილი: ბანერს დავდგამ იმ მწვანე ღობეზე მიბჯენილს - ჩემსას მაინც მივაღწევ
„ბანერი უნდა დავდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე კედელთან. ბანერი მთელ საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და საბოლოოდ გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. ამ სისტემამ მძინარე შვილი წამართვა. მე ჩემსას მივაღწევ და ამ ბრძოლას მოვიგებ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის განმარტებით, აქვს გეგმა, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ათჯერ მეტ დისკომფორტს შეუქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0