დავით სერგეენკო: ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების წამალი ფუჭდება

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ მასმედიასთან განმარტებები გააკეთა.
დავით სერგეენკო: ნახევარ მილიარდზე ღირებულების მეტი წამალი ფუჭდება
„ვადაგასული წამალი არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია, ხოლო ის, რომ წამლის გამოყენება და ათვისება ვერ მოხერხდა ბოლომდე, ამის შესახებ იცოდნენ ქვეყნის პარტნიორებმა. დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით? არა, რადგან, განსხვავებით 2015-16 წლებისგან, როდესაც პაციენტების მხრიდან მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიული ძებნა, პაციენტების მოძიება ამ პროგრამაში ჩასართავად. იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ. ჩვენთან უკვე შემოსული იყო ახალი პარტია ამ მედიკამენტის, რომელიც იყო ვადიანი“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ყოფილი მინისტრის განმარტებით, 2019 წლის აპრილში ვენაში გამართულ „ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე“ საქართველომ „ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის“ წოდება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0