ლიზა ყენია: ასეთ დროს დედასთან დაძაბული საუბარი რაღაც დონეზე მქონია

© Photo: Liza Kenia / FBლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიზა ყენია ამბობს, რომ სხვადასხვა სიტუაციაში უწევს ანგარიშს იმ ფაქტს, რომ მისი დედა ცნობილი მომღერალი მაია ჯაბუაა, საუბრობს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს დედასთან.
ლიზა ყენია: ასეთ დროს დედასთან დაძაბული საუბარი რაღაც დონეზე მქონია
„როცა პირადად შენ არ გიცნობენ და შენს მშობლებს იცნობენ, ამის გამო ყოფილა შემთხვევა, რომ თავი შემიკავებია და სიტუაციას გავრიდებივარ, რათა მის სახელს მოვფრთხილებოდი. მაგალითად, შეიძლება ბავშვები ერთობოდნენ და მე იმ დროს ისე ვერ ვერთობოდი, როგორც სხვები. ხალხი მიცნობს იმ დროიდან, როცა ვიყავი არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მშობელი იმაზე მეტად აკონტროლებს, ვიდრე 21 წლის ადამიანს“, – აღნიშნა სატელევიზიო გადაცემაში ლიზა ყენიამ.

მომღერალი ლიზა ყენია ამბობს: „დედა წესიერი და აკადემიური ადამიანია, მისთვის აუხსნელია თუნდაც ჩემი ბევრი ფოტოს განთავსება სოციალურ ქსელებში. ზოგადად მისთვის გაურკვეველია საერთოდ, რატომ უნდა დებდეს ადამიანი ფოტოებს ინტერნეტში და, შესაძლოა, ამაზეც გვიდავია“.

ყველა ახალი ამბავი
0