ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად

© Facebook / Gia Khukhashviliექსპერტი გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი გია ხუხაშვილი განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.
ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად
„თითქმის ყველა გადაცემაში მაგას ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს, უნდა დაბრუნდეს პრემიერად. გადაწყვეტილების მიღების ცენტრი რომ სხვაგან არის და ინსტიტუციური ცენტრი სხვაგან არის, ვერ იმართება ქვეყანა, ეფექტურობას კარგავს და ამას ემატება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ღმერთმა დაგვიფაროს, ბიძინა ივანიშვილი რომ სულ წავიდეს, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები?! დაიწყება სრული ქაოსი“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის თქმით, ივანიშვილისთვისაც და ქვეყნისთვისაც ჯობს, ივანიშვილი დაბრუნდეს გარდამავალ პრემიერ-მინისტრად ორი ძირითადი ფუნქციით – ჩაატაროს ღირსეული არჩევნები და გაატაროს აგრესიული ანტიკორუფციული პოლიტიკა.

ყველა ახალი ამბავი
0